Posts

მეცხრე დღე

  ტრენინგის ბოლო.მეცხრე დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე.განვიხილეთ,როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისთვის,ასევე ვიმსჯელეთ,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესობისკენ. დავათვალიერეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და მოვნიშნეთ შესრულებული აქტივობები. ვისაუბრეთ,როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად. ტრენერმა კიდევ ერთხელ დაგვათვალიერებინა პროექტის შეფასების რუბრიკა.მან ა ღნიშნა,რომ სულ 11 კრიტერიუმია და მაქსიმალური ქულა თითოეულ კრიტერიუმში არის 4,ე.ი.პორტფოლიოს შეფასებაში შეიძლება მაქსიმუმ 44 ქულის დაწერა.იმისათვის ,რომ ტრენინგი გავლილდა ჩაგვეთვალოს,მინიმუმ 30 ქულა უნდა მოვაგროვოთ.... იმედს გამოვთქვამ,რომ ჩემი პორტფოლიო მოწონებას დაიმსახურებს. ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ვებგვერდზე.შევაფასეთ ერთმანეთის პორტფოლიოები. დიდი მადლობა ნინო კოკილაშვილს არაჩვეულებრივი ტრენინგისთვის.დიდი სიამოვნებით ვესწრებოდი ტრენინგს,ყველა მა...
სასწავლო პროექტის პორტფოლიო გთხოვთ დაათვალიეროთ და შეაფასოთ ჩემი პორტფოლიო

მერვე დღე

ვისაუბრეთ ისტ-ის სტანდარტებზე; დავათვალიერეთ ფასილიტაციის მასალები და შევქმენით ჩვენთვის გამოსაყენებელი სასარგებლო მასალა.
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი

მეშვიდე დღე

დღევანდელი დრე იყო საკმაოდ საინტერესო და შინაარსიანი, გავიხსენეთ წინა დღით შესწავლილი მასალა; გავეცანით სწავლის სხვადასხვა სტილს; გავეცანით სწავლის პროცესის დიფერენცირებას, შევქმენით შაბლონები; გავეცანით, თუ როგორ ხდება განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა თვითრეგულირების უნარის განვითარებისთვის; შევადგინეთ შეფასების გეგმა თვითრეგულირების უნარის ხელშეწყობისათვის.

მეექვსე დღე

დღეს დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი; შევიმუშავეთ მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სქემა; გამოვაქვეყნეთ პრეზენტაცია ბლოგზე.

მეხუთე დღე

გავიხსენეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი საპრეზენტაციო პროგრამის  Power Pionti-ს შექმნა; ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, იმაზე, თუ რა არის საავტორო უფლება, როგორ არის დაცული საავტორო უფლებები; ვისწავლეთ ვებ-საიტიდან ინფორმაციის გადმოწერა და შევქმენით როგორც მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია, ასევე სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკას. ეს დღე იყო საკმაოდ საინტერესო და შინაარსიანი.