Posts

Showing posts from July, 2018

მეცხრე დღე

  ტრენინგის ბოლო.მეცხრე დღეს ვისაუბრეთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე.განვიხილეთ,როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისთვის,ასევე ვიმსჯელეთ,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესობისკენ. დავათვალიერეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და მოვნიშნეთ შესრულებული აქტივობები. ვისაუბრეთ,როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად. ტრენერმა კიდევ ერთხელ დაგვათვალიერებინა პროექტის შეფასების რუბრიკა.მან ა ღნიშნა,რომ სულ 11 კრიტერიუმია და მაქსიმალური ქულა თითოეულ კრიტერიუმში არის 4,ე.ი.პორტფოლიოს შეფასებაში შეიძლება მაქსიმუმ 44 ქულის დაწერა.იმისათვის ,რომ ტრენინგი გავლილდა ჩაგვეთვალოს,მინიმუმ 30 ქულა უნდა მოვაგროვოთ.... იმედს გამოვთქვამ,რომ ჩემი პორტფოლიო მოწონებას დაიმსახურებს. ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ ვებგვერდზე.შევაფასეთ ერთმანეთის პორტფოლიოები. დიდი მადლობა ნინო კოკილაშვილს არაჩვეულებრივი ტრენინგისთვის.დიდი სიამოვნებით ვესწრებოდი ტრენინგს,ყველა მა...
სასწავლო პროექტის პორტფოლიო გთხოვთ დაათვალიეროთ და შეაფასოთ ჩემი პორტფოლიო

მერვე დღე

ვისაუბრეთ ისტ-ის სტანდარტებზე; დავათვალიერეთ ფასილიტაციის მასალები და შევქმენით ჩვენთვის გამოსაყენებელი სასარგებლო მასალა.
გთხოვთ შეავსოთ კითხვარი

მეშვიდე დღე

დღევანდელი დრე იყო საკმაოდ საინტერესო და შინაარსიანი, გავიხსენეთ წინა დღით შესწავლილი მასალა; გავეცანით სწავლის სხვადასხვა სტილს; გავეცანით სწავლის პროცესის დიფერენცირებას, შევქმენით შაბლონები; გავეცანით, თუ როგორ ხდება განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა თვითრეგულირების უნარის განვითარებისთვის; შევადგინეთ შეფასების გეგმა თვითრეგულირების უნარის ხელშეწყობისათვის.

მეექვსე დღე

დღეს დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი; შევიმუშავეთ მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების სქემა; გამოვაქვეყნეთ პრეზენტაცია ბლოგზე.

მეხუთე დღე

გავიხსენეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი საპრეზენტაციო პროგრამის  Power Pionti-ს შექმნა; ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, იმაზე, თუ რა არის საავტორო უფლება, როგორ არის დაცული საავტორო უფლებები; ვისწავლეთ ვებ-საიტიდან ინფორმაციის გადმოწერა და შევქმენით როგორც მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაცია, ასევე სასწავლო პროექტის პრეზენტაცია. გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკას. ეს დღე იყო საკმაოდ საინტერესო და შინაარსიანი.

მეოთხე დღე

დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო , შინაარსიანი და ნაყოფიერი; განვიხილეთ შეფასების  ხუთი სტრატეგია, შევიმუშავეთ მოსწავლეთა შეფასების მეთოდები, რომლითაც მათ შევაფასებთ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.

მესამე დღე

გავეცანით მიზნების და შედეგების წერის ტექნიკას; ჩამოვტვირთეთ საგნობრივი სტანდარტი, დავაკოპირეთ საჭირო ინფორმაცია და ჩავსვით ჩვენს გეგმაში; ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, ვნახეთ მისი შაბლონები და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პროექტის მიმართულების მიმცემი კითხვები, რომელიც ჩავსვით გეგმაში.

მეორე დღე

გავეცანით საინფორმაციო ბუკლეტების სტანდარტებს და ნიმუშებს და ინდივიდუალურად შევქმენით ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი ბუკლეტი.

პირველი დღე

ტრენინგის დაიწყებისთანავე ტრენერმა წარმოგვიდგინა საკუთარი თავი; გავეცანით სამუშაო დღეების განრიგს; ინფორმაცია მოგვაწოდა ინტელის შესახებ; ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე; გაიმართა დისკუსია სასწავლო პროექტების ირგვლივ; შევასრულეთ სხვადასხვა აქტივობები; დავარეგისტრირეთ ბლოგი; ტრენინგის პირველი დღემ საინტერესოდ და შინაარსიანად ჩაიარა.